- ჭურჭელი
- საცავი სახმართა კაცობრივთა, გინა სახლის ავეჯი (დაბად. 31, 37; ფსალ. 30, 13), сосуд, посуда. სახენი ჭურჭელთანი არიან: გუდარაკი, ლანკანი, ჯამი, საღვინე, სასმისი ანუ წედა, სარწყულო, ვაშკარანი, ზარდახშა, ფუკა, სფირიდი, ჭური, საწყაო, შარაგული, ტერი (თჳთოეულისა ამათგანისა სახელი იხილენ თჳსთა ადგილთა მათვე ლექსთა თანა).— კუალად ჭურჭელთა ჰქონან სახელნი ადგილთაებრ, სადაცა შემოუღიათ გაკეთება მათი, ვითარ ინგლიზი, საქსონი, ქაშანური, ჩინური, რომელია ფაიფური და სხუანი. მსგავსადვე სახელნი ჭურჭელთანი დაერქმევიან მათ ნივთთაგან, რომელთაცა საცავად იხმარებიან, ვითარ სანაღბე, სარძევე, საზეთე, სამარილე, საფქვილე, საშაქრე, საძმრე და სხუანი.— ჭურჭელი ეწოდების განძსა, ლარსა ანუ ხაზინასა; მაგალითად, საჭურჭლე, ე.ი. სალარო; მეჭურჭლეთუხუცესი, ე.ი. მოლარეთუხუცესი (იხილენ ესენი).
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.